ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის სამი საუკეთესო დაასახელა
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ დღის სამი საუკეთესო დაასახელა

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.

პირველი მათგანი ბოსტონის ფორვარდი დავიდ პასტრნიაკი გახდა, რომლის ანგარიშზეც რეინჯერსთან შეხვედრაში დაგროვილი 5 (3+2) ქულაა (6:3).

მეორე – კოლორადოს მცველი ტაისონ ბერია, 27 წლის კანადელმა ვეგასთან მატჩში 3 (1+2) ქულა გააკეთა (4:3).

მესამე ვარსკვლავის სტატუსი ფილადელფიას თავდამსხმელ შონ კუტურიეს ერგო, რომელმაც ტორონტოს კარში გოლი და გამარჯვების მომტანი ბულიტი გაიტანა (5:4).