ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) ოფიციალურ ვებგვერდზე დღის საუკეთესო სამი ვარსკვლავი დაასახელა.
პირველი მათგანი სენტ-ლუისის ფორვარდი ჯეიდენ შვარცი გახდა, რომლის ანგარიშზეც ედმონტონთან შეხვედრაში 4 (3+1) ქულაა (7:2).
მეორე – დალასის თავდამსხმელი ტაილერ სეგინია, მან ფლორიდასთან შეხვედრაში ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა (4:2).
მესამე ვარსკვლავის სტატუსი ნეშვილის მეკარე პეკა რინეს ერგო, რომელმაც შათაუთი შეასრულა და 22 შაიბა მოიგერია ტორონტოსთან მატჩში (3:0).