ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა სათამაშო დღე იყო, რის შემდეგაც გაირკვა პლეიოფის ყველა მონაწილე. ბოლო საგზური კოლამბუსმა მოიპოვა, რომელმაც ბულიტებით მოუგო რეინჯერსს (3:2).
დასავლეთ კონფერენციაში ითამაშებენ კალგარი, სან ხოსე, ნეშვილი, ვინიპეგი, სენტ ლუისი, ვეგასი, დალასი და კოლორადო.
ამ მომენტისთვის დასავლეთში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მეოთხედფინალური წყვილია ცნობილი: სან ხოსე შეხვდება შარშანდელ ფინალისტ ვეგასს.
აღმოსავლეთ კონფერენციიდან პლეიოფში გავიდნენ: ტამპა ბეი, ბოსტონი, ვაშინგტონი, აილენდერსი, ტორონტო, პიტსბურგი, კაროლინა და კოლამბუსი.
აქ ცნობილია, რომ ტორონტო პირველ რაუნდში ბოსტონს შეხვდება.
პლეიოფების სერია 10 აპრილს დაიწყება.