ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დრაფტი ჩატარდა
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში დრაფტი ჩატარდა

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) 2019 წლის დრაფტი გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველად ნომრად 18 წლის ამერიკელი ჯეკ ჰიუზი აირჩიეს. მასზე უფლებები „ნიუ ჯერსიმ“ მიიღო.

გასულ სეზონში ჰიუზი აშშ-ის მთავარ იუნიორთა ლიგაში გამოდიოდა, სადაც 48 ქულა (12+36) დააგროვა 24 მატჩში. 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მას შვიდ მატჩში სამი შედეგიანი პასი ჰქონდა.

დრაფტის კიდევ ერთი ფავორიტი, ფინელი ფორვარდი კააპო კაკო „ნიუ იორკ რეინჯერსმა“ მეორე ნომრად აირჩია. 18 წლის ფინელმა წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, აგრეთვე, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებსა და იუნიორებში. ის ყველაზე ახალგაზრდა ჰოკეისტია ისტორიაში, ვინც პლანეტის სამივე პირველობა მოიგო – იუნიორების, ახალგაზრდებისა და პირველი ნაკრებების. ადრე ეს რეკორდი კანადელ კონორ მაკგრეგორს ეკუთვნოდა.

NHL-ის დრაფტის პირველი ათეული:

1. ნიუ ჯერსი – ჯეკ ჰიუზი (ფორვარდი, აშშ)

2. რეინჯერსი – კააპო კაკო (ფორვარდი, ფინეთი)

3. ჩიკაგო – კირბი დეკი (ფორვარდი, კანადა)

4. კოლორადო – ბოუენ ბაირემი (მცველი, კანადა)

5. ლოს ანჯელსი – ალექს ტერკოტი (ფორვარდი, აშშ)

6. დეტროიტი – მორიც ზაიდერი (მცველი, გერმანია)

7. ბაფალო – დილან კოზენსი (ფორვარდი, კანადა)

8. ედმონტონი – ფილიპ ბრობერგი (მცველი, შვედეთი)

9. ანაჰაიმი – ტრევორ ზეგრასი (ფორვარდი, აშშ)

10. ვანკუვერი – ვასილი პოდკოლზინი (ფორვარდი, რუსეთი)

დრაფტის პირველ რაუნდში არჩეული 31 ჰოკეისტიდან 11-11 კანადიდან და ამერიკიდანაა, ოთხი – შვედეთიდან, სამი – ფინეთიდან, თითო – გერმანიიდან და რუსეთიდან.