ჰოკეი - „ტორონტომ“ 2019/2020 წლების სეზონის გახსნით მატჩში „ოტავა“ დაამარცხა
ჰოკეი - „ტორონტომ“ 2019/2020 წლების სეზონის გახსნით მატჩში „ოტავა“ დაამარცხა

ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) 2019/2020 წლების სეზონის გახსნით მატჩში „ტორონტომ“ „ოტავა“ ანგარიშით 5:3 დაამარხცა.

შეხვედრის პირველი პერიოდი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც მათ სასარგებლოდ, 0:1 დაფიქსირდა. შესვენებიდან დაბრუნებულმა მასპინძლება მატჩის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარეს, მეტოქეს ოთხი შაიბა გაუტანეს, ერთი გაუშვეს და 4:2 დაწინაურდნენ.

მესამე პერიოდში გუნდებმა თითო-თითო შაიბა გაცვალეს და საბოლოოდ შეხვედრა ტორონტოელთა გამარჯვებით, 5:3 დამთავრდა.

ამ მატჩის გარდა 2019/2020 წლების სეზონის პირველ დღეს სამი შეხვედრა გაიმართა: სენტ ლუისი – ვაშინგტონი 2:3 (OT), ედმონტონი – ვანკუვერი 3:2, ვეგასი – სან ხოსე 4:1.

ნაციონალური ჰოკეის ლიგის 2019/2020 წლების სეზონის სასტარტო სათამაშო დღის პირველ ვარსკვლავად „ტორონტოს“ ფორვარდი ოსტონ მეტიუსი დასახელდა. მან „ოტავასთან“ მატჩში ორი შაიბის გატანა მოახერხა.