ჰოკეი - მაკდევიდი დაგროვილი ქულებით 23 წლამდელთა შორის მერვე ადგილზე გადავიდა
ჰოკეის ნაციონალური ლიგის (NHL) კლუბ „ედმონტონის“ თავდამსხმელმა კონორ მაკდევიდმა რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ფილადელფიასთან“ (6:3) 5 (1+4) ქულა დააგროვა და ლიგის ისტორიაში 23 წლამდე ასაკის მოთამაშეთა შორის მერვე ადგილზე გადავიდა.
მაკდევიდის ანგარიშზე 398 ქულაა. მის წინ 410-410 ქულებით სტივ აიზერმანი და პეტრ ტარჟონი არიან.