ჰოკეის კლუბ კოლუმბუსის ვარჯიში გაზის გაჟონვის გამო შეწყდა, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN). სპეციალისტები ამჟამად პრობლემის აღმოსაფხვრელად და მიზეზების დასადგენად მუშაობენ.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაზის საავარიო სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახეს მაშინ, როცა ადამიანებმა სპეციფიკური სუნი იგრძნეს. მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა ევაკუირებული იქნა. ადამიანებისგან დაცალეს კოლუმბუსის არენაც და ამის გამო კლუბის ვარჯიშიც შეწყდა.