ჰეონ-მინ სონი სამი მატჩით დაისაჯა
ჰეონ-მინ სონი სამი მატჩით დაისაჯა

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ (FA) გადაწყვიტა დისკვალიფიკაციით დასაჯოს „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი ჰეონ-მინ სონი იმ წითელი ბარათისთვის, რომელიც კორეელმა „ჩელსისთან“ მატჩში მიიღო.

62-ე წუთზე სონი მოედნიდან გააძევეს „ჩელსის“ მცველის ანტონიო რიუდიგერის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო.

„ჰეონ-მინ სონმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ეს სასჯელი პრემიერლიგის მე-19 ტურიდან შევა ძალაში“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

სონისთვის ეს იყო მესამე გაძევება მიმდინარე სეზონში.