ჰეიკო მაასი - ბრექსიტის მოლაპარაკების პროცესში გერმანია ირლანდიის მხარეს იქნება
ბრექსიტის მოლაპარაკების პროცესში გერმანია ირლანდიის მხარეს იქნება, – ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა გააკეთა.
„გერმანია და ევროკავშირი ირლანდიის მხარეს იქნებიან. არ დავუშვებთ, რომ ისინი იზოლირებული აღმოჩნდნენ“,- განაცხადა მაასმა.
შეგახსნებთ, ბრიტანეთის პარლამენტმა უკვე არსებულ შეთანხმებაში ირლანდიასთან საზღვრის საკითხის შეცვლასთან დაკავშირებით შესწორების შეტანას დაუჭირა მხარი. ევროკავშირის ლიდერებმა კი, დღეს მკაფიოდ განმარტეს, რომ ბრექსიტის შეთანხმება არ გადაიხედება .
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს. 18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბრიუსელში 584-გვერდიანი დოკუმენტი მიიღეს. მას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს.