ჰასან რუჰანი - ირანი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ვაშინგტონი ბირთვულ შეთანხმებას დაუბრუნდება
ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუ ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდება.
„ირანი მზად არის აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ისინი თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოხსნიან, შეწყვეტენ ეკონომიკურ ზეწოლას და ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნდებიან“, – განაცხადა ჰასან რუჰანიმ.
ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თეირანი „სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე“ უარს ამბობს და მის წინააღმდეგ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს პასუხს გასცემს.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამად ჯავად ზარიფმა თქვა, რომ ევროპელების განცხადებები საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის.