გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი ჯერაც იმედოვნებს, რომ „ბარსელონას“ ჩაუდგება სათავეში.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ კატალონურ კლუბს სურს, გუნდის მთავარ მწვრთნელად რაფაელ მარკესი დანიშნოს – თუ „ბარსელონას“ ამჟამინდელი დამრიგებელი ჩავი არ გადაიფიქრებს გუნდიდად წასვლას.
მიუხედავად ამისა, ფლიკი მაინც იმედოვნებს, რომ ზაფხულში „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს, – იტყობინება გამოცემა Mundo Deportivo. გერმანელი სპეციალისტი დააკვირდება მოვლენების განვითარებას კატალონურ კლუბში და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას თავის მომავალთან დაკავშირებით.
ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩავისა და კლუბის ხელმძღვანელობის შეხვედრა, რომელიც ელ კლასიკოს შემდეგ გაიმართება.