ჰაალანდმა იანვარში 59 წუთი ითამაშა და გერმანიაში თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა
„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰაალანდი ბუნდესლიგაში თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, არადა, ნორვეგიელმა იანვარში მხოლოდ 59 წუთი ითამაშა.
2020 წლის პირველ თვეში ჰაალანდი ორჯერ შეცვლაზე შევიდა მოედანზე – „აუგსბურგთან“ (ამ მატჩში მან ჰეთ-თრიკი შეასრულა) და „კიოლთან“ (დუბლი). სკანდინავიელმა 59 წუთში ხუთი გოლი გაიტანა და საშუალოდ ერთი გოლისთვის 11.8 წუთი სჭირდებოდა.
„ზალცბურგიდან“ ჰაალანდის ტრანსფერი „დორტმუნდს“ 45 მილიონი ევრო დაუჯდა. წლევანდელ სეზონში ფორვარდმა რვა გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.