„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, ესპანელ ხოსეპ გვარდიოლას თავის გუნდში მადრიდის “რეალის” შემტევის ისკოს ხილვა სურს. ამის შესახებ პროგრამა El Chiringuito-ს ეთერში ჟურნალისტმა ხორხე კალაბრესმა გამოაცხადა.
მისი თქმით, თანამემამულეები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და განიხილეს სავარაუდო ტრანსფერი. გვარდიოლამ ისკოს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისა და გუნდში ერთ-ერთი წამყვანის როლის გარანტია მისცა.
ორი დღის წინ, ისკომ ესპანეთის ნაკრების რიგებში ჰეთ-თრიკი შეასრულა არგენტინასთან 6:1 მოგებულ მატჩში. მიმდინარე სეზონში, ფეხბურთელმა არა ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება მადრიდის “რეალში” თავისი მდგომარეობით.