ქართველი ბურჯი, გურამ გოგიჩაშვილი, ცნობილმა სარაგბო გამოცემა Planetrugby-მ ჩემპიონთა თასის მეორე კვირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
გამოცემა ქართველ მორაგბეს ასე ახასიათებს – „გამოჩნდა მორიგი შესანიშნავი ქართველი ბურჯი, რომელმაც „ალსთერის“ წინააღგმდეგ შესანიშნავად ითამაშა. გოგიჩაშვილი მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ მან თავი ახალგაზრდულ მსოფლიოს თასებზე მეტოქის პირველხაზელების დაჩაგვრით უკვე დაგვამახსოვრა. მარტი მურმა მას ვერანაირი წინააღგმდეგობა ვერ გაუწია და „რასინგი“ შერკინებაში დომინირებდა. საგულისხმოა, რომ ბურჯმა თავი ღია თამაშშიც გამოიჩინა.“
გურამ გოგიჩაშვილი პარიზული „რასინგის“ შემადგენლობაში ასპარეზობს და მისი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს (9 ქულა).