გურამ გოგიჩაშვილმა საფრანგეთში ლელო გაიტანა - ქართული სარაგბო ლეგიონის ამბები [ვიდეო] #1TVSPORT

საახალწლო დღეებში საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში (TOP 14) მორიგი მატჩები ჩაატარეს ქართველმა ლეგიონერებმა. „კასტრისა“ და „რასინგის“ მატჩში სტუმართა შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლელო გაიტანა, იგი 56-ე წუთზე შეცვალეს, 72-ე წუთიდან თამაშში გია ხარაიშვილი ჩაერთო. „კასტრის“ რიგებში 59-ე წუთზე შევიდა მოედანზე ლევან ჩილაჩავა. შეხვედრა ფრედ 26:26 დამთავრდა.

ჩემპიონატის ლიდერი „ტულუზი“ სტუმრად „კლერმონს“ შეხვდა და 32:13 მოუგო. „კლერმონის“ შემადგენლოაბში დავით ქუბრიაშვილი ძირითად შემადგნელობაში იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

„სტად ფრანსემ“ შინ „პოს“ 37:3 სძლია. მასპინძელთა შორის გიორგი მელიქიძემ მატჩი სასტარტოში დაიწყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. „პოს“ შემადგენლობაში ბექა გორგაძემ 64 წუთი გაატარა მოედანზე, ხოლო გურამ პაპიძემ 56-ე წუთიდან ითამაშა.

„ბორდომ“ დიდი ანგარიშით (40:10) მოუგო „მონპელიეს“. მასპინძელთა შემადგენლობაში 57 წუთი ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. „მონპელიეში“ 59-ე წუთზე, შეცვლაზე შესული გელა აფრასიძე მალე ტრავმის გამო შეცვალეს.

„ბაიონმა“ საკუთარ მოედანზე „ტულონს“ 23:18 მოუგო. „ბაიონში“ კოტე მიქაუტაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ხოლო „ტულონში“ ბექა გიგაშვილი სასტარტოში იყო და ერთი საათი ითამაშა.

იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიპში „ლენსტერმა“ ირლანდიურ დერბიში „კონახტს“ 41:12 მოუგო. „ლენსტერში“ ქართველმა ბურჯმა ვახტანგ აბდალაძემ მოედანზე ბოლო 18 წუთი გაატარა.