ათი ქართველი ლეგიონერი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში
ათი ქართველი ლეგიონერი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში

საფრანგეთის ტოპ 14-ში მე-13 ტურის თამაშები გაიმართა და მასში ათმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა.

ბორდომ“ „ტულონს“ უმასპინძლა და 31:18 დაამარცხა, მოედანზე კი ოთხი ჩვენებური გავიდა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შევიდნენ და მეორე ტაიმი სრულად ითამაშეს ლექსო ყაულაშვილმა და ლაშა ტაბიძემ. სტუმართა ძირითადში იყო ბექა გიგაშვილი და ის 65-ე წუთზე ლუკა ჭელიძემ შეცვალა.

„მონპელიეს“ რიგებში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა. მისი გუნდი „ტულუზს“ დაუხვდა და 9:16 დამარცხდა.

ოთხი ქართველი გავიდა „სტად ფრანსესა“ და „ბრივის“ მატჩში. პარიზელებმა სამი ლელო გაუშვეს, თუმცა თავად ექვსი გაიტანეს, 51:21 მოიგეს და ბონუსიც აიღეს. მასპინძელთა შორის პირველიდან 55-ე წუთამდე ითამაშა ვასილ კაკოვინმა, ხოლო გიორგი მელიქიძე შეცვლაზე 67-ე წუთზე შევიდა. „ბრივის“ ძირითადში იყო და 35-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა ოთარ გიორგაძე, ვასილ ლობჟანიძე კი შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.

რასინგ 92-მა“ „კლერმონს“ სტუმრად გამარჯვების ლელო 75-ე წუთზე გაუტანა – 24:22. სტუმართა განაცხადში იყო და თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო გურამ გოგიჩაშვილი.

rugby.ge

დატოვე კომენტარი