გულშემატკივარმა პატიმრობა მიიღო რეშფორდის მისამართით რასისტული შეურაცხყოფის გამო #1TVSPORT
გულშემატკივარმა პატიმრობა მიიღო რეშფორდის მისამართით რასისტული შეურაცხყოფის გამო #1TVSPORT

მოზარდმა ჯასტინ ლი პრაისმა რეალური პატიმრობა მიიღო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდის მარკუს რეშფორდის წინააღმდეგ რასისტული ტვიტის გამო. ინციდენტი ევრო 2020-ის ფინალის შემდეგ მოხდა.

ტურნირის ფინალში ინგლისელებმა პენალტების სერიაში წააგეს იტალიის ნაკრებთან, რეშფორდი კი ერთ-ერთი იყო, ვინც 11-მეტრიანი გააფუჭა. ამან სოციალურ ქსელებში რეშფორდის მისამართით შეურაცხყოფის ტალღა წარმოშვა.

ჯასტინ ლი პრაისმა დამამცირებელი ფრაზები გამოიყენა რეშფორდის მიმართ. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო, პრაისმა „ტვიტერში“ სახელი შეიცვალა, რათა სასჯელი აეცილებინა თავიდან, მაგრამ, საბოლოოდ, მისი სახელი პოლიციელებს მოზარდის დედამ შეატყობინა, რის შემდეგაც პრაისს ბრალის აღიარება მოუწია.

30 მარტს, კიდერმინსტერის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 19 წლის პრაისს ექვსკვირიანი პატიმრობა მიუსაჯეს.