გრენადამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა
გრენადამ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმა

გრენადა გახდა მეცხრე ქვეყანა, რომელმაც კოსოვოს აღიარება გააუქმა. ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.

სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი ნოტა გრენადელმა კოლეგამ, პეტერ დეივიდმა ბელგრადში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში იმ ქვეყნების რიცხვი, რომელთაც კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აქვთ აღიარებული, 100-ს ჩამოსცდება.

ამჟამად კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 110 ქვეყანას აქვს აღიარებული. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა.