გორგოძე მაიმაის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა და დღეს პირველ წრეში ითამაშებს, ბასილაშვილი პირველი რაუნდიდან თავისუფალია #1TVSPORT
მაიაიში მამაკაცებს შორის „მასტერსი“ და ქალებს შორის WTA1000 კატეგორიის ტურნირები დაიწყო.
ორივე ტურნირის ძირითად ბადეში ქართველი ჩოგბურთელები ითამაშებენ. ქალთა ტურნირზე კვალიფიკაციის გადალახვა მოახერხა ეკატერინე გორგოძემ (მსოფლიოს 123-ე ჩოგანი). მან ჯერ ნახევარფინალში მოუგო ავსტრალიელ მედისონ ინგლისს (6:7, 6:4 7:5), ფინალში კი ფრანგ ჰარმონი ტანს აჯობა (6:2, 3:6, 7:6). ორივე მატჩში გორგოძემ ჯამში კორტზე ხუთსაათნახევარი გაატარა.
ძირითად ბადეში გორგოძეს მეტოქე იქნება მსოფლიოს 51-ე ნომერი, უკრაინელი ანჰელინა კალინინა. ეს ჩოგბურთელები შარშან ივლისში, ორლანდოს ტურნირის ჰარდზე შეხვდნენ ერთმანეთს და უკრაინელმა იოლად მოიგო – 6:3 6:0.
გორგოძისა და კალინინას შეხვედრა ოთხშაბათს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება მამაკაცთა „მასტერსს“, იქ მე-18 ნომრად არის განთესილი და პირველი წრიდან თავისუფალია ნიკოლოზ ბასილაშვილი. მეორე წრეში მისი მეტოქე არგენტინელ ფედრიკო კორეასა და ამერიკელ ჯექსონ ბრუქსბის შორის გამარჯვებული იქნება.