ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ძიუდოში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართული კლუბი ფრანგულ „ეტუალს“ შეხვდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
საინტერესოა, რომ „გოლდენ გორი“ შარშან დაარსდა და ახლადშექმნილმა კლუბმა უკვე მეორე მნიშვნელოვანი წარმატება იზეიმა.
ქართულმა კლუბმა გასულ წელს საერთაშორისო ტურნირზე პირველად იასპარეზა და დებიუტი ტრიუმფით აღნიშნა – გორელი ძიუდოისტები „ევროპა ლიგის“ ჩემპიონები გახდნენ.