„გოლდენ გორმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | ძიუდო
„გოლდენ გორმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | ძიუდო

ქართული კლუბი „გოლდენ გორი“ ძიუდოში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე – ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართული კლუბი ფრანგულ „ეტუალს“ შეხვდა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ „გოლდენ გორი“ შარშან დაარსდა და ახლადშექმნილმა კლუბმა უკვე მეორე მნიშვნელოვანი წარმატება იზეიმა.

ქართულმა კლუბმა გასულ წელს საერთაშორისო ტურნირზე პირველად იასპარეზა და დებიუტი ტრიუმფით აღნიშნა – გორელი ძიუდოისტები „ევროპა ლიგის“ ჩემპიონები გახდნენ.