ინტერნეტ-გამოცემა კალჩომერკატოს (Calciomercato) ინფორმაციით, რომას მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებული კლაუდიო რანიერი შესაძლოა, შოტლანდიაში გადავიდეს სამუშაოდ.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, იტალიელი სპეციალისტის სამსახურით დაინტერესებულია გლაზგოს სელტიკი, რომელიც არ აპირებს კონტრაქტის გახანგრძლივებას ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან ნილ ლენონთან.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, რანიერიმ განაცხადა, რომ არ დარჩება რომაში 2018-19 წლების სეზონის შემდეგ. ის ამ გუნდში 2019 წლის მარტში მივიდა, როცა პოსტიდან დაითხოვეს ეუსებიო დი ფრანჩესკო.
სელტიკი კვლავ გახდა ამ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონი.