გლაზგომ და დუბლინმა, შესაძლოა, ევრო 2020-ის მატჩების მასპინძლობის უფლება დაკარგონ #1TVSPORT
შოტლანდიის ქალაქ გლაზგოსა და ირლანდიის დედაქალაქ დუბლინს ევრო 2020-ის მასპინძელი ქალაქების სიიდან გარიცხვა ემუქრებათ, – ამის შესახებ გამოაცხადა ტელეკომპანია BBC-მ.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე, შოტლანდიისა და ირლანდიის მთავრობებმა ვერ შეძლეს უეფასთვის გარანტიის მიცემა „ჰემპდენ-პარკისა“ და „ავივას“ სტადიონებზე მაყურებლის დასწრებასთან დაკავშირებით.
წყაროს ცნობით, შოტლანდიასა და ირლანდიაში გულშემატკივრებთან დაკავშირებით სიტუაცია „ძალიან ცუდია“, რადგან ამ ქვეყნების მთავრობებს კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრი ზომები აქვთ არჩეული.
ოთხშაბათს, დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ რეგიონის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ ჯინ ფრიმანმა განაცხადა, რომ ტურნირში მონაწილეობა შოტლანდიისთვის „მართლაც დიდ როლს თამაშობს“, მაგრამ მატჩებზე ფანების დასწრების შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ იცავს ხალხი წესებს, ასევე რა მდგომარეობა იქნება ვაქცინაციის მხრივ.