„გირჩი - მეტი თავისუფლების“ თბილისის საკრებულოს სიის პრაიმერისი დასრულდა
პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თბილისის საკრებულოს სიის პრაიმერისი დასრულდა. პრაიმერისის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველ ნომრად პარტიიდან თენგო კირთაძე წარდგება. რაც შეეხება სიის მეორე და მესამე ნომრებს, ისინი ცოტნე კობერიძე და ანა ჩიქოვანი იქნებიან.
„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ აქვს უნიკალური შიდა პრაიმერისის სისტემა, რომლის პრეცედენტი არათუ საქართველოში, არამედ დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც არ არსებობს, სადაც წევრები, დამფინანსებლები ავლენენ იმ კანდიდატებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ პარტია საკრებულოსა თუ პარლამენტში.
დღეს პრაიმერისი საკრებულოს სიის განსასაზღვრად დაიწყო 9:45 საათზე და 19:45 საათზე დამთავრდა. მთელი დღის განმავლობაში იყო ძალიან დაძაბული, ცვალებადი ლიდერობა. საბოლოო ჯამში, ბოლო მომენტში მე გავიმარჯვე, ცოტა მოულოდნელი შედეგი იყო“, – განაცხადა თენგო კირთაძემ.