კახა კალაძე - არ ვიცი, ზურაბ-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგონ, პირიქით, მაგით უნდა გავერთოთ
კახა კალაძე - არ ვიცი, ზურაბ-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგონ, პირიქით, მაგით უნდა გავერთოთ

არ ვიცი, ზურაბ-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგონ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ ელენე ხოშტარია და „გირჩი – მეტი თავისუფლება“ პოლიტიკოსების, მასწავლებლების, სხვადასხვა ადამიანის სიას აგროვებენ.

კახა კალაძის თქმით, ამაზე უბრალოდ უნდა გაიხუმრო და ყურადღება არ მიაქციო.

„პირიქით, მაგით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიური ილაპარაკონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე ან ნორმალურ, პატიოსან ადამიანზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი. ასეთ ქმედებებს როცა ახორციელებენ, ეს უნდა იყოს საამაყო. როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიასგან, რომელიც რუბლებით სუნთქავს და „გირჩი – მეტი თავისუფლებისგან“, რომელიც ჩახდილი დარბოდა, მიიღო ბულინგი. უნდა გაიხუმრო, ეგეთი რაღაცები „გაატარო“ და, უბრალოდ, გაერთო“, – განაცხადა კახა კალაძემ.