ირაკლი კობახიძე - მთავარი მონა არის აგენტი, შესაბამისად, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ საიტს არავითარი ფასი არ აქვს
ირაკლი კობახიძე - მთავარი მონა არის აგენტი, შესაბამისად, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ საიტს არავითარი ფასი არ აქვს

მთავარი მონა არის აგენტი, შესაბამისად, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ საიტს არავითარი ფასი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ირაკლი კობახიძემ „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ერთობლივი პლატფორმის, „მონა.ჯის“ შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი მონა არის აგენტი და ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი აგენტები. შესაბამისად, მათ არავითარ საიტს  არავითარი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.