არჩილ თალაკვაძე - „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთმანეთს დაშორდებიან თუ გაერთიანდებიან, მათი დამფინანსებლები ვიცით და ყოველთვის ანტიქართული საქმის გამკეთებლად დარჩებიან
არჩილ თალაკვაძე - „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთმანეთს დაშორდებიან თუ გაერთიანდებიან, მათი დამფინანსებლები ვიცით და ყოველთვის ანტიქართული საქმის გამკეთებლად დარჩებიან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ საარჩევნო გაერთიანებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პერფორმანსით არიან დაკავებული და თამაშობენ როლს, რომელიც მათი არაა.

თალაკვაძის თქმით, ისინი ცდილობენ, საკუთარი ქვეყანა უსუსურად წარმოაჩინონ და დესტრუქცია შემოიტანონ პოლიტიკაში, რაც რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს.

„როდის დაშორდნენ და რატომ ერთიანდებიან? რეალურად, ეს ადამიანები დაკავებული არიან პოლიტიკური პერფორმანსით. ანუ, თამაშობენ როლს, რომელიც მათი არაა. პირიქით, თუ საქართველოში ვინმე რუსულ ინტერესებს ხელს უწყობს და ახორციელებს, ზუსტად ეს ადამიანები არიან, რომელთაც ჯერ არ გაუციათ პასუხი, რატომ ფინანსდებიან რუსეთიდან. მათი ქმედებები, როგორ ცდილობენ, საკუთარი ქვეყანა უსუსურად წარმოაჩინონ და დესტრუქცია შემოიტანონ პოლიტიკაში, ზუსტად ეს არის რუსეთის ინტერესები საქართველოში და ეს ადამიანები აკეთებენ ამას. ისინი ერთმანეთს დაშორდებიან თუ გაერთიანდებიან, მათი დამფინანსებლები ვიცით და ისინი ყოველთვის ანტიქართული საქმის გამკეთებლად დარჩებიან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.