გიოტცე ბუნდესლიგაში ბრუნდება #1TVSPORT
გიოტცე ბუნდესლიგაში ბრუნდება #1TVSPORT

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მარიო გიოტცე, დიდი ალბათობით, ბუნდესლიგაში დაბრუნდება, სადაც ადრე „დორტმუნდისა“ და „ბაიერნის“ რიგებში თამაშობდა.

გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, „ეინდჰოვენის“ 30 წლის ფეხბურთელი ახლოს არის „აინტრახტში“ გადასვლასთან. ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ხელმძღვანელობამ მოიწონა მოსალოდნელი ტრანსფერი.

გიოტცეს ხელშეკრულება „ეინდჰოვენთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. გასულ სეზონში გერმანელმა 52 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.