ხაბი ალონსო ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება #1TVSPORT
ხაბი ალონსო ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება #1TVSPORT

იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო „ბაზრის“ ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხაბი ალონსო ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება.

ალონსოს გუნდი წლევანდელი საფეხბურთო სეზონის აღმოჩენად იქცა. „ლევერკუზენი“ ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და გერმანიის ბუნდესლიგაში უახლოეს მდევარს, მიუნხენის „ბაიერნს“ 10 ქულით უსწრებს.

ესპანელი მწვრთნელის გადაბირების სურვილი „ლივერპულსა“ და „ბაიერნს“ ჰქონდათ, თუმცა ის გეგმავს, ამჟამინდელ გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე, ანუ მიმდინარე კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს.

42 წლის ალონსოს გაწვრთნილები წელს ევროპის ლიგის მეოთხედფინალში და გერმანიის თასის ნახევარფინალშიც ითამაშებენ.