საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს მანჩესტერში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე. გიორგი ზარქუა კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფინალში ყაზახ მოწინააღმდეგეს სძლია და პირველ ადგილზე გავიდა.
მეორე ქართველმა დავით მაქაძემ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სულ ხუთი მედალია. წინა დღეებში ოქროს მედლის მფლობელი გიორგი ხიზანიშვილი გახდა, ხოლო ანა ჯაფარიძემ და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრები აგრძელებს ტურნირზე გამოსვლას.