საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის თასი მოიგო #1TVSPORT
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის თასი მოიგო #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში, ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია.

ჩვენმა გოგონებმა რაპირით ასპარეზობის ფინალურ დაპირისპირებაში იტალიის ნაკრები 42-41 დაამრაცხეს და ტურნირზე პირველ ადგილზე გავიდნენ.

შეჯიბრზე საქართველოს პარამოფარიკავეების ნაკრებში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი გამოდიოდნენ. შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ტაილანდის მსოფლიო თასზე ხმლით ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა, ირმა ხეცურიანი კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.