გიორგი შოთაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია | ჭიდაობა [ვიდეო]
ქართველმა ფალავანმა გიორგი შოთაძემ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში სომეხი ხაჩატრიანი ანგარიშით 6-3 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალამდე იგი სამი მეტოქეს აშკარა უპირატესობით აჯობა – პოლონელ მიელევცზიკს ანგარიშით 11-0, ჩინელ ჰუანს 8-0, ხოლო უკრაინელ კრავჩენკოს კი 9-1 მოუგო.
აღსანიშნავია რომ შოთაძემ წელს დუბლი შეასრულა, ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს მსოფლიო ოქროც მიუმატა.
წყარო – საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია