ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გიორგი შოთაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | გიორგი შოთაძე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

ესპანურ ქალაქ პონტევედრაში სტარტი აიღო 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

პირველ დღეს მედლების მოსაპოვებლად ხუთ წონით კატეგორიაში ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა, რომელაგანაც გიორგი შოთაძე (63 კგ) ოქროსთვის, ხოლო გიორგი თოხაძე (55 კგ) და ბექა მელელაშვილი (87 კგ) რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

გიორგი შოთაძე, რომელიც 23-წლამდელთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონია, ფინალში ირანელ მოჰამადის შეხვდება. ნახევარფინალში ქართველმა ფალავნმა უკრაინელი მაკსიმ ლიუ 5:2 დაამარცხა.

ფინალური ბლოკი 18 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.