საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მეორე გუნდური ადგილით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მეორე გუნდური ადგილით დაასრულა #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს. ტურნირის ბოლო დღეს დიეგო ჩხიკვაძემ (67კგ) და ბექა გურულმა (82კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჩხიკვაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კოლუმბიელი ხულიან ასევედო 3:1 დაამარცხა, გურულმა კი თურქ ალი ჰანჩს მარტივად სძლია – 9:0.

ორი მედალი მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა მეორე საშეჯიბრო დღეს მოიპოვეს – ვერცხლი გიორგი შოთაძემ (63კგ) ,ხოლო ბრინჯაოს მედალი გიორგი თოხაძემ (55კგ) აიღო.

ხვალიდან , 21 ოქტომბრიდან მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ.