გიორგი შერაზადიშვილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში 81კგ-ში მოასპარეზე გიორგი შერაზადიშვილი ფინალში გავიდა.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში სუფთა გამარჯვებით უკრაინელი ძიუდოისტი დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ფინალურ ბლოკში აზერბაიჯანელ ან რუს სპორტსმენთან იჭიდავებს.

დღეს ტურნირზე 90 კგ-ში ნიკა ხარაზიშვილი და ლაშა მღებრიშვილი გამოვიდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მათგანი ადრეულ ეტაპზე დამარცხდა.

ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.