გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე იქნება.
გამგეობის წევრები არიან:
გიორგი ბაქრაძე – კულტურის და სპორტისა მინისტრის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
მუხრან შამათავა – კულტურის და სპორტისა მინისტრის მოადგილე, გამგეობის წევრი;
გიორგი კაკაურიძე – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გამგეობის წევრი;
დავით მუჯირი – სფფ-ს გენერალური მდივანი, გამგეობის წევრი.