როგორ დაეხმარება სახელმწიფო ფეხბურთს, მალე გადაწყდება #1TVSPORT
როგორ დაეხმარება სახელმწიფო ფეხბურთს, მალე გადაწყდება #1TVSPORT

ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო სამყაროში ვრცელდება, თითქოს, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი საქმიანობას წყვეტს და სახელმწიფო ფონდს და ქართულ ფეხბურთს აღარ დააფინანსებს, საქართველოს პირველ არხთან არ ადასტურებენ.

ცნობილია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე სოსო გიორგაძე ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფრიდონ ინჯია და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და მეორე ლიგის კლუბების რამდენიმე წარმომადგენელი. მათ ფეხბურთის განვითარების ფონდის შესახებ და კლუბების გამართული და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ამ შეხვედრაზე ჯერ ოფიციალურად მეტ განმარტებას არ აკეთებენ, მაგრამ საქართველოს პირველ არხის ცნობით, შეხვედრაზე ქართული ფეხბურთის დაფინანსების გაგრძელებაზე ილაპარაკეს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, არის პრინციპული მზადყოფნა, რომ სახელმწიფო ქართულ ფეხბურთს დაეხმაროს და ფონდმა საქმიანობა გააგრძელოს, რა ფორმით – ეს არის განხილვის საკითხი.

დატოვე კომენტარი