ფეხბურთის განვითარების ფონდმა ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა
ფეხბურთის განვითარების ფონდმა ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა

ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2017 წლის ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის გუნდების საბაზისო დაფინანსების სახელფასო კომპონენტის კვლევა ჩაატარა, სადაც ფონდიდან გაცემული სახსრების მიხედვით, კლუბების სახელფასო პოლიტიკა ჩანს.

ეროვნული ლიგა

ფონდის ცნობით, შესაძლოა, სახელფასო ანაზღაურება იყოს განსხვავებული და გამოქვეყნებულ მასალებს აჭარბებდეს.

ყველაზე მაღალი ანაზღაურება (საშუალოდ, 2,950 ლარი) ჰქონდათ ბათუმის “დინამოში”, რომელმაც ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და პლეი-ოფებში “სიონთან” დამარცხდა. ამ გუნდში ყველაზე მეტი მოთამაშე იღებდა 3000 ლარზე მეტს – სულ 14 ფეხბურთელი.

ყველაზე დაბალი საშუალო ანაზღაურება (1600 ლარი) ”საბურთალოში” იყო, რომელმაც სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა. ამ გუნდის 26 მოთამაშეს ჰქონდა ბოლო ორი ყველაზე დაბალი კატეგორიის ხელფასი – 1000-1999 და 999 ლარი.

 

ეროვნული ლიგა 2

მარტვილის “მერანმა” ეროვნულ ლიგაში დაბრუნება ვერ მოახერხა, ხოლო “მეშახტე” – ლიგიდან გავარდა. სამაგიეროდ, ეროვნულ ლიგაში გადავიდნენ “რუსთავი”, რომელიც მხოლოდ მე-4 ადგილზეა და ბოლნისის “სიონი”, რომელიც ამ ლიგაშიც კი ხელფასებით ბოლოდან მესამეა.

ბოლნისელებმა კარგი მენეჯმენტის მაგალითი აჩვენეს – მათ პლეი ოფში ყველაზე მაღალანაზღაურებად ბათუმის “დინამოს” აჯობეს და ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ.

ცნობისთვის, გერმანიის, ინგლისისა და საფრანგეთში სამოყვარულო ლიგაში (რანგით მე-4 და მე-5 ლიგებში) ხელფასები 3-4 ათასი ევროს ეკვივალენტია, თურქეთის მესამე ლიგაში – 2-3 ათას დოლარი.

დატოვე კომენტარი