ზაზა დოლიძე - განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მედიცინაა
ზაზა დოლიძე - განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მედიცინაა

„ფეხბურთის განვითარების ფონდის მთავარი ამოცანაა, რომ ხელი შეუწყოს ყველა იმ მიმართულების განვითარებას, რომელიც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მედიცინაა,“ – ეს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ ფეხბურთის ექიმთა საგანმანათლებლო პროგრამის გახსნისას თქვა.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებით ტარდება. დოლიძე დარწმუნებულია, რომ ფეხბურთის მომავლისთვის კვალიფიციური სამედიცინო კადრების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – „მიმდინარე კურსები მიმართულია გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს სხვადასხვა უნარების გამომუშავებისკენ, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება ხელი შევუწყოთ აღნიშნული კურსის ჩატარებას“.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, კურსები სამი დღის განმავლობაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ექიმებთან ერთად, საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ექიმები მიიღებენ.

დატოვე კომენტარი