გიორგი ხიზანიშვილი პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონია, ანა ჯაფარიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა #1TVSPORT
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრებმა, მანჩესტერში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა წარმატებულად დაიწყო. ტურნირის პირველივე დღეს გიორგი ხიზანიშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ნახევარფინალში თურქ მოწინააღმდეგეს ასბალა მუჰამედს სძლია და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დამსახურებულად დაეუფლა.
ასევე კარგად დაიწყო შეჯიბრზე გამოსვლა ანა ჯაფარიძემაც. მან მეოთხედფინლაში უზბეკ პარა ტაეკვონდოისტს, აზიის ჩემპიონს სძლია, მაგრამ ნახევარფინალში თურქ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები აგრძელებს პარა ტაეკვონდოში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას.