გიორგი კახიანი - ჩვენ ვართ შეთანხმების ერთგული და „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად ექნება სრული მხარდაჭერა
გიორგი კახიანი - ჩვენ ვართ შეთანხმების ერთგული და „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს აუცილებლად ექნება სრული მხარდაჭერა

ჩვენი გუნდი არის შეთანხმების ერთგული, „ქართული ოცნების“ მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ „ევროპული საქართველო“ კენჭისყრაში მონაწილეობს მიიღებს, თუმცა, მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო.

„რაც შეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფებს, მათ ინტერესებში არ არის არჩევნების ჩატარება, სულ სხვა მიზნები აქვთ. მაგრამ, ამ შემთხვევაში მისასალმებელია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილეობისა. თუმცა, ესეც იმაზე მეტყველებს, რო იძულებულნი გახდნენ, ეს გაეკეთებინათ. ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ფასილიტატორების განცხადების შემდეგ, ისინი მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედ დაუჯდებოდათ კენჭისყრაში არმონაწილეობა. ქვეყნის შიგნით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საერთაშირისო არენაზეც ძალიან მძიმედ დაუჯდებოდათ ის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, კითხვები მხარდაჭერასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით არც გაჩენილა. გარდა ამისა, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის სხდომაზე. ასე რომ, ჩვენი ვართ შეთანხმების ერთგული და „ქართული ოცნების“ მხრიდან აუცილებლად იქნება სრული მხარდაჭერა“,- განაცხადა კახიანმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს. 

ამასთან,  „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება შეცვალა და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.