გიორგი ჯიქია ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულშია
გიორგი ჯიქია ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულშია

გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულში მოხვდა.

რუსეთის ნაკრების მცველმა ევრო 2020 -ის შესარჩევი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელთა ასეულში 69-ე ადგილი დაიკავა.

ფეხბურთელებს ქულები სპეციალურად შედგენილი ალგორითმით ენიჭებოდათ და გიორგი ჯიქიას 956 მიაკუთვნეს.

რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. მემფის დეპაი (ჰოლანდია) – 2607

2. ფრენკი დე იონგი (ჰოლანდია) – 2518

3. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი) – 2401

4. მატეის დე ლიგტი (ჰოლანდია) – 2195

5. იესპერ სილესენი (ჰოლანდია) – 1885

6. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) – 1878

7. ბერნანრდო სილვა (პორტუგალია) – 1847

8. რუბენ დიაში (პორტუგალია) – 1785

9. სერხიო რამოსი (ესპანეთი) – 1783

10. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 1763