გიორგი გახარია - ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა დავით კირკიტაძის ბოდიშს 
გიორგი გახარია - ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა დავით კირკიტაძის ბოდიშს 

ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა დავით კირკიტაძის ბოდიშს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, თუ ბატონმა კირკიტაძემ პოლიციელს მოუხადა ბოდიში. ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ, მივიღებ თუ არა ასეთ ბოდიშს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე სასამართლოს დარბაზიდან დღეს გათავისუფლდა. დავით კირკიტაძემ დღევანდელ სხდომაზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.