ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, ამ კვირაში 145 ადამიანი გარდაიცვალა
ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, ამ კვირაში 145 ადამიანი გარდაიცვალა

მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ღაზას სექტორში ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 145 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის, 41 ბავშვია. ინფორმაციას „ბიბისი“ რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, დაშავებულია ათასზე მეტი პალესტინელი.

ამასთან, „ჰამასის“ სარაკეტო იერიშებს ისრაელის ქალაქებში 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დატოვე კომენტარი