გერმანული მედიის ცნობით, ფრიდრიხ მერცი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა
გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი წერს.
მედიის ინფორმაციით, რომელიც ბერლინსა და ბრიუსელში არსებულ წყაროებს ეყრდნობა, მაისის დასაწყისში მერცის შესაძლო ვიზიტი უკრაინაში მზადების პროცესშია.
Welt-ის ცნობით, ვიზიტი დაემთხვევა 9 მაისს კიევში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ სამიტს, სადაც ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ჩასვლას.
ფრიდრიხ მერცი უკვე იმყოფებოდა უკრაინაში 2024 წლის დეკემბერში. მაშინ ის გერმანიის ოპოზიციური პარტიის ლიდერის სტატუსით იყო და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.