გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 1 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1 204-ით გაიზარდა.
შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 140 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 702 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 89 384 შეადგინა.