გერმანიაში გაერთიანების 28-ე წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს
გერმანიაში გაერთიანების 28-ე წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს

გერმანიაში გაერთიანების 28-ე წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებები, ტრადიციულად, ბრანდენბურგის კარიბჭესთან გაიმართა.

მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა. მისი თქმით, გერმანია ბოლომდე ერთიანი დღესაც არ არის. მერკელის განცხადებით, გაერთიანება არის გრძელი და რთული პროცესი, რომელიც დღემდე გრძელდება.

საზეიმო ღონისძიებებთან ერთად, გერმანიის გაერთიანების დღეს რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა. ქუჩაში ულტრამემარჯვენეები გამოვიდნენ, რომელთაც საიმიგრაციო პოლიტიკის გამო, გერმანიის კანცლერის გადადგომა მოითხოვეს. პარალელურად ბერლინის ქუჩებში გამოვიდნენ მათი მოწინააღმდეგეებიც, რომელთა სლოგანიც იყო „გერმანიაში ნაცისტების პროპაგანდის ადგილი არ არის“.

გერმანიაში გაერთიანების დღეს ყოველწიურად 3 ოქტომბერს აღნიშნავენ.