გერმანიამ იაპონიასთან დიდი ანგარიშით წააგო, ფლიკის გუნდს ბოლო 5 მატჩში 4 წაგება და 1 ფრე აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის ნაკრებმა ხუთ მატჩამდე გააგრძელა თავისი მოუგებელი სერია. ჰანს დიტერ-ფლიკის გუნდმა შინ დიდი ანგარიშით (1:4) წააგო ამხანაგური მატჩი იაპონიის ნაკრებთან.
ბოლო ხუთი შეხვედრიდან გერმანიამ ოთხი წააგო: 2:3 ბელგიასთან (შინ), 0:1 პოლონეთთან (სტუმრად), 0:2 კოლუმბისთან (შინ) და 1:4 იაპონიასთან (შინ). ასევე ფრედ (3:3) ითამაშა უკრაინასთან. ბურთების საერთო სხვაობაა – 6:13.
უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ თუ გერმანიის ნაკრები ჩააგდებს შეხვედრებს იაპონიასთან და საფრანგეთთან, ფლიკი სამუშაოს გარეშე დარჩება.
საფრანგეთთან ამხანაგური მატჩი 12 სექტემბერს გაიმართება.
გერმანია-იაპონია 1:4
გოლები: 0:1 იტო (11), 1:1 სანე (19), 1:2 უედა (22 ), 1:3 ასანო (90), 1:4 ტანაკა (90)
გერმანია: ტერ შტეგენი, რიუდიგერი, ზიულე, შლოტერბეკი (64. გოზენსი), გიუნდოგანი, ემრე ჯანი (64. გროსი), ვირტცი (73. ბრანდტი), კიმიხი, ჰავერტცი (73. მიულერი), სანე, გნაბრი (81. შადე).