გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს წინასწარ 2022 წლისთვისაც უკვეთავს
გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს წინასწარ 2022 წლისთვისაც უკვეთავს

გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს უკვე 2022 წლისთვის უკვეთავს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

„როიტერის“ ცნობით, ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლებთან ონლაინ კონფერენციაზე საუბრისას, იენს შპანმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესი. მან აღნიშნა, რომ გერმანიის 83 მილიონი მოქალაქიდან 2,3 მილიონს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.

„ამჟამად ჩვენ ვუკვეთავთ ვაქცინებს 2022 წლისთვის, რათა გვქონდეს ხელმისაწვდომი. არავინ იცის, დაგვჭირდება თუ არა დამატება. წარმოების შესაძლებლობების გაფართოებასთან ერთად, ჩვენ შევუკვეთავთ ვაქცინებს პრევენციული ზომებისთვის. თუ არ დაგვჭირდება ისინი, კარგი. თუმცა, თუკი დაგვჭირდება, ისინი ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.