აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოში მიმდინარე გრანდ სლემზე, ბოლო დასკვნით დღეს, 19 წლის ქართველმა გელა ზაალიშვილმა (+100კგ.) ოქროს მედალი მოიპოვა.
მან სუფთა გამარჯვებით რუსი რუსლან შახბაზოვი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქრო მოუტანა.
ამ მედლის გარდა, ბაქოს გრანდ სლემზე, საქართველოს ყულაბაში კიდევ ორი მედალია – თემურ ნოზაძე (60 კგ.) ვერცხლის, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.